საუკუნეები გვაშორებს ვეფხიდტყაოსანის ეპოქისაგან, მაგრამ იგი დღესაც ერთი ყველაზე ”ცოცხალი პოეტური ქმნილებაა”.
”ვეფხისტყაოსანი” სიბრძნისა და პოეზიის დიდი წიგნია.
ქართველმა კაცმა ყოველთვის კარგად იცოდა და იცის ვეფხისტყაოსანის ფასი, მისი განსაკუთრებული ადგილი ჩვენი ხალხის სულიერი ცხოვრებაში, უყვარდა და საუკუნეთა მანძილზე იცავდა კიდეც მას.
” ვეფხისტყაოსანი” XII საუკუნის საქართველოს ეგრეთ წოდებული ”ოქროს ხანის” დროინდელი გენიალური ქმნილებაა.
მსოფლიოში იშვიათია წიგნი, რომელსაც თავისი ხალხის ისეთი სიყვარული რგებოდეს, როგორიც ვეფხისტყაოსანს.
ბეჭდური ვეფხისტყაოსანი გამოქვეყნდა 1712 წელს ვახტანგ VI რედაქციითა და კომენტარებით. ვახტანგ მეფის გამოცემას მხოლოდ ოციოდე ხელნაწერი უსწრებდა.
ვახტანგის შემდეგ დაბეჭდილთაგან უფრო მნიშვნელოვანი გამოცემებია:
1.მარი ბროსერი (პეტერბურგი 1841წ.)
2. დავიღ ჩუბინაშვილისა (პეტერბურგი 1860)
3. ქართველიშვილისეული სახელით ცნობილი (1888)
ტექსტი მოამზადა ქართველ მწერალთა ჯგუფმა:
გრ.ორბელიანის, ი. ჭავჭავაძისა და ი.მაჩაბელის მეთავეობით.
4. დ.კარიჭაშვილი(1903-1920წ.)
5. სარგის კაკაბაძის (1913 და 1927წ.)
6. იუსტინე აბულაძის (1914და 1926წ.)
7. კონსტანტინე ჭიჭინაძის (1934წ.)
8. პირველი საიუბილეო (1937წ.), 1951 და 1957 წლის გამოცემები (რედაქტორი ალ. ბარამიძე, ა. შანიძე, კ. კეკელიძე).
9. პავლე ინგორიყვა (1953, 1970)
10. მ. წერეთელი (1961და 1976წ.)
11. ა.შანიძე, ალ.ბარამიძე (1966წ.)
12. გ.წერეთელი და ი. აბაშიძე (1966 წ.)
1966 წელს საიუბილეო გამოცემა ნ.ნათაძის რედაქციით (1974, 1976წ.)
13. ვეფხისტყაოსნის პროლოგ ეპილოგის მარისეული კრიტიკული გამოცემა (პეტერბურგი 1910წ. )
ვეფხისტყაოსანი ღრმა, ეროვნულ ძიებაზე აღმოცენებული უდიდესი პოეტური ქმნილებაა და ქართველი ხალხის სანუკვარი იდეალების მხატვრული ხორცშესხმაა. როგორხ ილია იტყოდა ”ქართველმა ერმა ვეფხისტყაოსანს შიგ ჩაატანა თავისი ცრემლი და თავისი სიხარული, შიგ ჩაახვია თავისი სული და გული, შიგ ჩააწნა თავისი უკეთესი ფიქრნი, ზრახვანი , გრძნობენი”.
ეს პოემა აყალიბებდა ქართველი კაცის ზნეობრივ სახეს და ერს უზენაისი ჭეშმარიტებისაკენ მიუძღოდა. ”ვიფხისტყაოსანი” აძლევდა ქართველებს ჭირთა თმენის , მტერთა ძლევის ძალას, შთააგონებდა მოყვასისთვის თავდადებას, ადამიანის , ქვეყნის, კაცობის სამსახურს. წერა- კითხვასაც კი ძველ დროში ”ვეფხისტყაოსნის” ტექსტით ასწავლიდა დედა შვილს. ”ვეფხისტყაოსანი” არა მხოლოდ პოემაა, ესაა პოეზიაში გამოვლენილი ქართველი სული, ქართული აზრი. ვაჟას თქმით ” რუსთაველი იგივე საქართველოა და საქართველო იგივე ”ვეფხისტყაოსანი”.
ვეფხისტყაოსანი მსოფლიაოს თითქმის ყველა ხალხისთვის ხელმისაწვდომია. ეს პოემა სიბრძნის და პოეზიის ამოუწურავი საგანძურია, რომელსაც ღირებული ადგილი უჭირავს მსოფლიოს პოეზიის უპირველეს შედევრთა შორის.
ბლოგზე მუშაობდენენ ქ. რუსთავის № 20 სკოლის ქართული ენია და ლიტერატურის პედაგოგი: მარინა ტაბატაძე,
საინფორმაციო მენეჯერი: ხათუნა ციხელაშვილი